საპატრიარქო - აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას

20 დეკემბერი 2019, 18:37 1664 ნახვა

„აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას,- ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საპატრიარქოში განაცხადა. მისი თქმით, საპატრიარქოს ჩართულობით კანონპროექტი მუშავდება, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციებს ითვალისწინებს.

ამ საკითხზე შეხვედრა საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ დასრულდა, რომელსაც დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები და პარლამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით შექმნილი ვერც ერთი კანონპროექტი ახალგაზრდების სრულად დაცვას ვერ უზრუნველყოფს და სისტემური ცვლილებებია საჭირო. სოფო კილაძის თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმაც აჩვენა, რომ მოზარდების მიმართ განსაკუთრებული ზრუნვაა საჭირო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში