სენატმა საქართველოში აშშ ელჩი დაამტკიცა

20 დეკემბერი 2019, 16:12 1891 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დანიშნა. მისი კანდიდატურა დონალდ ტრამპმა ორი თვის წინ წარადგინა. ოფიციალურ მოვალეობას კი იანვრიდან შეუდგება. კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ამ დრომდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველი და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მას 25-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს, საქართველოში აშშ-ის ელჩს, იან კელის, უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტის ბოლოს ამოეწურა. მის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეტ რუდი ასრულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში