ბათუმში საახალწლო ბაზრობა გაიხსნა

20 დეკემბერი 2019, 16:11 1843 ნახვა

ბათუმში საახალწლო აქსესუარების ბაზრობა ტრადიციულად ჟიული შარტავას გამზირზე გაიმართება. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ გარევაჭრობისთვის სხვა ტერიტორიის გამოყოფა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება. იმ შემთხვევაში, თუ თვითნებურად რომელიმე პირი დაარღვევს კანონს და დაიწყებს გარევაჭრობას, კერძო პირები ადმინისტრაციული წესით 500 ლარით დაჯარიმდებიან.

ბათუმის მუნიციპალური სერვისების დირექტორის მოადგილე ნოშრევან საგინაძე  ამბობს რომ: "გამოყოფილია საახალწლო აქსესუარებისთვის და ნაძვის ხეებისთვის სავაჭროდ სპეციალური ადგილი. გარემოვაჭრეებს მხოლოდ ამ ტერიტორიაზე ეძლევათ უფლება გაყიდონ სხვადახხვა ახალ წელთან დაკავშირებული ნივთი, მაგრამ მათ აქვთ ვალდებულება დაიცვან წესრიგი, რაც იმას გულისხმობს, რომ მწვანე საფარზე არ უნდა ჰქონდეთ მოწყობილი დახლები და მხოლოდ პუშკინის ქუჩამდე შეუძლიათ აითვისონ ადგილები."

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში