"ამ სისტემის დედაც" - 15 წლის მოზარდის გარდაცვალება ახალი საპროტესტო აქციების მიზეზი ხდება

18 დეკემბერი 2019, 10:04 1928 ნახვა

"ამ სისტემის დედაც" - 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალება ახალი საპროტესტო აქციების  მიზეზი ხდება.  "ნუ მომკლავ", "არ მომკლა", მოქალაქეები შსს-სთან გუშინ ღამითვე შეიკრიბნენ, მას შემდეგ რაც  გავრცელდა ინფორმაცია ლუკას გარდაცვალების შესახებ.

მანამდე კი სოლიდარობის აქცია გაიმართა იაშვილის კლინიკაში, სადაც მოზარდი ბოლო რამდნიმე დღე იმყოფებოდა, მას შემდეგ რაც თვითმკვლელობა სცადა.

თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეებმა ქუჩებში, კედებზე, პოლიციასთან, სახელმწიფო უწყებების შენობებზე  საღებავებით დაწერსეს - "ამ ცხოვრების დედაც", ფრაზა რომლიც სავარაუდოდ ლუკა სირაძემ სკოლის შენობაზე დაწერა, ამ საქმეზე პოლიციის დაკითხვის  შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

"ჩვენ არავის ლინჩის წესით გასამართლებას არ ვითხოვთ, მაგრამ სისტემა უნდა დავშალოთ. თუ მოზარდი შედის პოლიციასთან დაკითხვაზე და იქედან გამოსული თავს იკლავს, ესე იგი ქვეყანაში კარგად არ არის საქმე, ესე იგი რაღაც პრობლემაა, ეს ნიშნავს რომ სისტემა ყარს" - აცხადებდნენ აქტივისტები. 

15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გვიან ღამით გარდაიცვალა. თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.აქცია დღეს დილიდან განaლხდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში