15 წლის ლუკა გარდაიცვალა - სოლიდარობის აქცია საავადმყოფოსთან

17 დეკემბერი 2019, 21:42 3744 ნახვა

თბილისში, იაშვილის კლინიკასთან, სადაც 15 წლის ლუკა სირაძე გარდაიცვალა, სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. 

მოქალაქეებმა კლინიკის კიბეებთან სანთლები დაანთეს და ყვავილები მიიტანეს. 

ლუკა სირაძემ თვითმკლელობა სცადა, ოჯახი ფსიქოლოგიურ ძალადობაში გამომძიებლებს ადანაშაულებს, რომლებმაც ლუკა სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო - „ამ ცხოვრების დედაც“, დაკითხვაზე ჰყავდათ. 

ლუკა რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა, შსს საქმეს იძიებს, ორ პოლიციელს კი დროებით უფლებამოსილება შეუწყდა. 

ფოტო: გიგა მაქარაშვილი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში