წინასაახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყება

17 დეკემბერი 2019, 20:50 1633 ნახვა

მთავარი ნაძვის ხის აწყობა თითქმის დასრულებულია. უახლოეს დღეებში კი მის მორთვას დაიწყებენ. მათ შორის ახალი აქსესუარებით. წელსაც მთავარი ნაძვის ხე ტრადიციულად 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება, თუმცა არატრადიციულ ადგილზე.

წელს საზეიმო ვითარება ევროპის მოედნის ნაცვლად ბულვარის მთავარ შესასვლელთან იქმნება. მთავარი საახალწლო კონცერტიც ბულვარში გაიმართება. საახალწლო მორთულობისა და ღონისძიებებისთვის ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტიდან, წელს 1,5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ამასთან 325 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო.  ბათუმის გარდა დაგეგმილია კონცერტები კურორტ გოდერძზე და ქობულეთში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში