ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი დაფინანსების წესის შეცვლას ითხოვს

17 დეკემბერი 2019, 20:33 976 ნახვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი დაფინანსების წესის შეცვლას ითხოვს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ უნდა შემუშავდეს უფრო სამართლიანი სისტემა და შესაბამისმა უწყებამ სახელოვნებო სასწავლებლები ქვეყნის მასშტაბით თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს.

აცხადებენ, რომ მოწვეული სპეციალისტების ანაზღაურება საათში გამოწერით 7 ლარიდან იწყება, რაც ძალიან დაბალია და ქმნის საფრთხეს რომ აისახოს სწავლების ხარისხზეც.  საკუთარი შემოსავლების შექმნის და შესაძლებლობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კი ამბობენ, რომ დარგი სპეციფიკურია, ბაზრის მოთხოვნა კი დაბალი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი