მრჩეველთა საბჭოს შესარჩევი კომისიის დებულება დღეს დამტკიცდება 

17 დეკემბერი 2019, 12:34 1317 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა   საბჭოს  წევრობის  კანდიდატთა  შესარჩევი  საკონკურსო  კომისიის დებულება დამტკიცდება.  კომისიამ გუშინ პირველი სხდომა გამართა, რომელზეც  კომისიის თავმჯდომარედ  აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ რეგიონული კოორდინატორი თამარ მამეიშვილი აირჩიეს.

5-წევრიანი კომისიის შემადგენლობაში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი,  ნათია კუპრაშვილი და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის - „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან გობაძე და ხელოვნების პროპკავშირის აჭარის ორგანიზაციის წამრომადგნეელი, მანანა შარაშიძე არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში