ბიძინა ივანიშვილს აქტივისტებმა ლობიანები და ჩიჩილაკი მიუტანეს

17 დეკემბერი 2019, 12:01 1580 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მოძრაობა 20-30 აქტივისტები მივიდნენ, პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარეს ლობიანები და ჩიჩილაკი მიუტანეს. აქტივისტებს თან ჰქონდათ ფურცლები, რომელზეც სურვილები ეწერა. ისინი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს საქმე გაუმარტივეს და სურვილები დაუწერეს. 

''ბიზნესის მომგებიანობა'', ''ყველა ნაცის ყიდვა'', მთაწმინდის პანთეონში დასაფლავება'' - ეწერა ფურცლებზე.

აქცია-პერფორმანსი ამ წუთებშიც გრძელდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში