რამდენიმე დღეში გაირკვევა ააშენებს თუ არა ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსებს „მაქრო ქონსთრაქშენი“

16 დეკემბერი 2019, 15:10 1747 ნახვა

რამდენიმე დღეში გაირკვევა  ააშენებს თუ არა ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსებს კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ  გამოცხადებულ ტენდერში  სწორედ ამ კომპანიამ სახელმწიფოს ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა.

პროექტის მიხედვით დასახლებაში  სამი 12 სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს. კომპანიას პირობების შესასრულებლად 18 თვე ექნება.  სამ შენობაში  მოეწყობა 582 საცხოვრებელი ბინა:  ტერიტორიაზე კი ათას 594 ოჯახია აღწერილი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი