რუსმა სამხედროებმა 96 წლის მამაკაცი დააკავეს

16 დეკემბერი 2019, 14:55 1717 ნახვა

რუსმა სამხედროებმა 96 წლის მამაკაცი დააკავეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, კ​ასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი დააკავეს.

სავარაუდოდ დაკავება ოკუპირებულ სოფელ წუნევთან მოხდა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელის თქმით, მოხუცი ოკუპირებულ სოფელ წუნევში სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა.

გორა ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმს უკვე რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. რუსმა ოკუპანტებმა ის ბოლოს გასულ წელს დააკავეს.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში