ვინ ააშენებს კორპუსებს ''ოცნების ქალაქში'' ერთ საათში გახდება ცნობილი

16 დეკემბერი 2019, 10:58 3679 ნახვა

დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი იმ კომპანიის ვინაობამ რომელიც ბათუმში, ''ოცნების ქალაქში'' კორპუსებს ააშენებს. განაცხადების მიღება დღეს, 16 დეკემბერს სრულდება. 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი 11 ნოემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 11 დეკემბერს დაიწყო. მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობი: 9327 კვ.მ სამი 12 სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს. 

სატენდერო თანხა 41 468 000 ლარია.

ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულდეს. გამარჯვებულ კომპანიას პირობების შესასრულებლად 18 თვე ექნება. 

პროექტის მიხედვით, სამ შენობაში თორმეტ სართულზე მოეწყობა 582 საცხოვრებელი ბინა: I შენობა – 213 ბინა, II შენობა – 285, III შენობა – 84 ბინა.

''ოცნების ქალაქში'' კორპუსების მშენებლობა აჭარის მტავრობის თავმჯდომარემ დააანონსა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში