სანდრომ დაბადების დღისთვის შეგროვილი ფულით, თავშესაფრის ძაღლებს საკვები უყიდა 

16 დეკემბერი 2019, 09:48 4051 ნახვა

ბიჭი მთელი წლის განმავლობაში დაბადების დღისთვის ფულს აგროვებდა, საჩუქრის ნაცვლად კი, თავშესაფრის ძაღლებს სამი ტომარა საკვები უყიდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამაზ ელიზბარაშვილმა დაწერა, რომელსაც უკვე წლებია თბილისში თავშესაფარი აქვს.

''ბევრი ადამიანი მოდის თავშესაფარში. ზოგს ერთი ნაჭერი პური მოაქვს ძაღლებისთვის, ზოგს უფრო მეტი. დღეს გაოცებულები დავრჩით. დედასთან ერთად მოვიდა სანდრო ივანაშვილი. სანდროს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. ფულს აგროვებდა თავისთვის საჩუქარი უნდა ეყიდა. იყიდა კიდეც. თავისი საჩუქრისთვის შეგროვილი ფულით 3 დიდი ტომარა მშრალი კვება აჩუქა თავშესაფარს.

ხომ მართლაც ძალიან კეთილი ბავშვია სანდრო. ღმერთმა დალოცვილი და ჯანმრთელი ამყოფოს'' - წერს ელიზბარაშვილი ფეისბუქის გვერდზე, ასევე ანგარიშის ნომერს აქვეყნებს და მოქალაქეებს დახმარებისკენ მოუწოდებს.

''თავშესაფარმა რომ განაგრძოს მუშაობა, მას თქვენი დახმარება სჭირდება. თქვენ მიერ გაღებული 1 ლარიც კი ჩვენთვის ძვირფასია'' - წერია სტატუსში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში