''არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება'' - სალომე ზურაბიშვილი

15 დეკემბერი 2019, 20:00 2103 ნახვა

არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრი - ეს საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყნის მთავარსარდლის სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელსაც მწვავე შეფასებები მოჰყვა ქვეყანაში.

ქვეყნის შიგნით, პრეზიდენტს შეიარაღებული ძალებისათვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, დიპლომატებმა კი მას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი შეახსენეს.

დღეს კი პრეზიდენტმა განმარტა:"ის ჩემი გამოსვლა, რომელიც იყო სრულიად კულტურულ სივრცეში და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით იმისთვის, რომ შეგვექმნა და შევქმენით კიდევაც საკოორდინაციო ცენტრი, არანაირად არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი