საიუბილეო კონცერტი და თეიმურაზ ბოლქვაძის ვარსკვლავი

15 დეკემბერი 2019, 12:28 1206 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში, ორი საიუბილეო  თარიღი  აღნიშნეს. საღამო სახალხო არტისტის, სახელოვანი ქორეოგრაფის ენვერ ხაბაძის 95 წლისთავს  და  ასევე დამსახურებული არტისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენოსანის ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, თეიმურაზ ბოლქვაძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.  

საღამოზე,  ანსამბლმა  „ბათუმმა“ 15 ნომერი შეასრულა მათ შორის  ძველი და ახალი ქორეოგრაფიული  კომპოზიციების  შერწყმული ვერსიები,  რომლებიც   საზოგადოებამ პირველად იხილა.

კონცერტის ერთი ბლოკი  ენვერ ხაბაძის საავტორო  პროგრამას დაეთმო, ასევე შესრულდა  თემურ ბოლქვაძის  შექმნილი ცეკვები , რამდენიმე პარტია  ვეტერანმა  მოცეკვავეებმა და ქორეოგრაფებმაც შეასრულეს. საიუბილეო საღამო   საზაფხულო თეატრის წინ  თეიმურაზ ბოლქვაძის  ვარსკვლავის გახსნით  დასრულდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში