"დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ!" - აქცია ხვალ გაიმართება

15 დეკემბერი 2019, 12:35 1521 ნახვა

“ პასუხის პასუხი“ - თბილისის საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, მისი თქმით, აკვირდება უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს მისი მისამართით. როგორც ამბობს კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ, ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს მოსახლეობის ნაწილს. „საინტერესოა, რომ ჩვენი დასავლეთელი მეგობრები და პარტნიორები განუწყვეტლივ მოგვიწოდებენ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა და არ გადავდგათ რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს ჩვენს ისედაც სავალალო და უღონო მდგომარეობას.

თუ რა მოიტანა ჩვენი დასავლეთელი მეგობრების რჩევის გაუთვალისწინებლობამ - კიდევ ერთხელ დავინახეთ 2008 წელს. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი რომელიც არ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას, ცდილობს იგნორირება გაუკეთოს ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების რჩევებს და თხოვნებს მიმაჩნია პროვოკატორად და ქვეყნის მტრად, მიუხედავად იმისა თუ რა მიზეზით და რა ფორმით ხდება ამ პირობების დარღვევა.“ -წერს დეპუტატი ირაკლი კუხიანიძე.

„დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ“ - ამ სლოგანი ხვალ, თბილისში, აქცია გაიმართება. სამოქალაქო მოძრაობამ აქცია „ფაცებოოკ-ში“ დაანონსა. თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი