ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დიპლომატებთან 

14 დეკემბერი 2019, 20:26 1439 ნახვა

საარჩევნო სისტემასა და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების არჩევაზე  ისაუბრეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დიპლომატებთან შეხვედრისას. დიალოგის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტებმა განაცხადეს, რომ ოპოზიციის მიზანი „უკანონო ბრძანებების შემსრულებელი“ პირების წინააღმდეგ „ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან“ „პერსონალური სანქციების გავრცელებაა“.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი გაგრძელდება, თუმცა ისინი მამუკა მდინარაძის წინადადების განხილვას არ აპირებენ, რომელიც კონსტიტუციაში რიგგარეშე არჩევნების ფორმატთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერის გაკეთებას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში