საქართველოს გზა ევროპისკენ - ''ქართული ოცნების'' ზეიმი

14 დეკემბერი 2019, 20:35 2094 ნახვა

„საქართველოს გზა ევროპისკენ“ - საზეიმო აქცია მიმდინარეობდა დღეს თბილისში. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობას აღნიშნავდა, თუმცა ღონისძიებაზე დასასწრებად არ მიუწვევიათ ევროპელი დიპლომატები.

მასშტაბურ აქციაში მონაწილეობდა „ქართული  ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, ასევე - მხარდამჭერები რეგიონებიდან. მათი ტრანსპორტირება პარტიის ორგანიზებით განხორციელდა.

რეგიონებიდან დედაქალაქში ორგანიზებულად ჩაიყვანეს სტუდენტები, საჯარო მოხელეები, თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები. მათ, ძირითადად, პოლიტიკური ლიდერების მიმართვა მოისმინეს. შესრულდა ორი მუსიკალური ნომერიც.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში