„ტრადიციების კვალდაკვალ“ - კონფერენცია ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში

14 დეკემბერი 2019, 18:25 1583 ნახვა

‘’ტრადიციების კვალდაკვალ’’ – ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში კონფერენცია მიმდინარეობს. აჭარის მუნიციპალიტეტებისა და ბათუმის კერძო და საჯარო  სკოლების  მოსწავლეებმა თემატური ნაშრომები   ტრადიციულ აჭარულ სამოსზე, ქალისა და კაცის ჩაცმულობაზე, სიმღერასა და ადათ-წესებზე წარმოადგინეს.

კონფერენცია  ინდივიდუალური და საოჯახო შემსრულებლების ფოლკლორულ - ეთნოგრაფიული მეხუთე ფესტივალის ფარგლებში იმართება. ფესტივალი ორდღიანია,ხვალ, საკონცერტო ნაწილი გაიმართება.  იგი მოსწავლე  ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში