საცხოვრებლის მოთხოვნით ხულოს მერიაში ოჯახებმა ღამე გაათიეს

14 დეკემბერი 2019, 12:48 1895 ნახვა

ხულოს მერიის ეზოში მოქალაქეები საპროტესტო აქციას აგრძელებენ. ისინი ხულოს ყოფილი სასამართლოს შენობაში  მცხოვრებლები არიან, რომლებიც მუნიციპალიტეტის მერს ბინების დროულად გადაცემას სთხოვენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლები, ხულოს მერიას უკვე აქვს შეძენილი, თუმცა საჭიროების მქონე ოჯახების შესყიდულ სახლებში გადაყვანა ამ დრომდე არ მომხდარა.

აქციის მონაწილეების თქმით არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მოქალაქეებთან ერთად, მერიაში იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი ჯორბენაძე. 

მერიის შენობის წინ პოლიციაც იმყოფება.

სამმა ოჯახმა საპროტესტო აქცია გუშინ გვიან ღამით მერიის კაბინეტთან დაიწყო და მთელი ღამე შენობაში იმყოფებოდნენ. მათ მერიის მოადგილე შეხვდა. მერის მოადგილის განმარტებით, აქცია ნაცების მიერ მოწყობილი პროვოკაციაა. რაც შეეხება მოქალაქეების პროტესტს, მისი თქმით, ამ ოჯახებს მერიაში არ შეუტანიათ ბინის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებები. ნადიმ ვასაძის ინფორმაციით, თუკი აღნიშნული მოქალაქეები განაცხადს შეიტანენ, მერია მას განიხილავს და შესაბამის ზომებს მიიღებს. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი