''ოცნების დასახლებაში'' ორ ოჯახს სახლი დაეწვა - 9 ადამიანი ქუჩაში დარჩა

14 დეკემბერი 2019, 11:32 1776 ნახვა

ე.წ ოცნების დასახლებაში ძლიერი ხანძარი იყო, შედეგად ბარაკული ტიპის 2 სახლი მთლიანად დაიწვა, ხოლო ერთი სახლი ნაწილობრივ  დაზიანდა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დიმიტრი შაინიძის 4 წევრიანი და ნუგზარ მახარაძის 5 წევრიანი ოჯახები, ღია ცის ქვეშ, სახლის გარეშე დარჩნენ.   

სახანძრო-სამაშველო ინფორმაციით ხანძრის გამომწვევი მიზეზებს გამოძიება დაადგენს.  ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში