მესხეთის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს წყალი არ მიეწოდებათ

13 დეკემბერი 2019, 21:48 1393 ნახვა

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, მესხეთის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს ღამის 2:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ. მიზეზი ავარიული დაზიანებაა. 

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ,  სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი შესაძლოა მცირედით ამღვრეული იყო, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით

წყალმომარაგება აბონენტებს ცოტა ხნის წინ შეუწყდათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში