20-30 ლარი აქციაზე წასვლის სანაცვლოდ? - „მთავარმა“ მოქალაქეები ჩაწერა

13 დეკემბერი 2019, 20:13 5881 ნახვა

20-30 ლარი თბილისში აქციაზე წასვლის სანაცვლოდ - „მთავარმა“ მოქალაქეები ჩაწერა რომლებიც ამბობენ, რომ მათ ხვალისთვის „ქართული ოცნების“ მიერ დედაქალაქში დაგეგმილ აქციაზე წასვლის სანაცვლოდ ფული შესთავაზეს, ამასთან უთხრეს რომ ტრანსპორტირებაც უზრუნველყოფილი იქნება. „ფულს გადაგიხდიან“ - უთხრა ჩვენს თანამშრომელს ტაქსის მძღოლმაც, რომელიც მას ასევე სთავაზობდა „ყველაფრის ორგანიზებას“ თანხმობის შემთხვევაში. 

ტრანსპორტირებას რომ პარტია აფინანსებს, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ კახი კალაძემაც განაცხადა, ფულთან დაკავშირებით კი განმარტებების გაკეთება „ქართულ ოცნებას“ სავარაუდოდ ხვალ მოუხდება.  აქ უარყოფენ მობილიზაციას შესაძლო იძულებით. არადა არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველი პირდაპირ მიუთითებენ საჯარო მოხელეების ჩართულობით იძულების და ზეწოლის ფაქტებზე.  მობილიზაცია რეგიონებში დედაქალაქში დაგეგმილი საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის  კვირეულის ქვეშ მოქცეული აქციისთვის.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში