ხულოს მერის კაბინეტთან მოქალაქეები მივიდნენ, ისინი საცხოვრებლის გადაცემას ითხოვენ

13 დეკემბერი 2019, 19:58 908 ნახვა

ხულოში, მერის სამუშაო კაბინეტთან ამ წუთებში მოქალაქეები იყოფებიან. სამი ოჯახი, რომელიც ხულოს ყოფილი სასამართლოს შენობაში წლებია ცხოვრობენ, ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანას ითხოვენ. 

საცხოვრებელი სახლები, ხულოს მერიას უკვე აქვს შეძენილი, თუმცა საჭიროების მქონე ოჯახების შესყიდულ სახლებში გადაყვანა ამ დრომდე არ მომხდარა. ოჯახები, რომლებიც მერის კაბინეტთან შეიკრიბნენ, ამბობენ რომ სხვადასხვა მიზეზს ეუბნებიან უარს, ახალ სახლებში გადაყვანაზე.

მოქალაქეები, რომლებიც მერიაში ბავშვებთან ერთად მივიდნენ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებენ, რომ საბოლოო პასუხის მიღებამდე ადმინისტრაციულ შენობას არ დატოვებენ.

მოქალაქეებთან ერთად, მერიაში იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი ჯორბენაძე. 

მერის მოადგილის განმარტებით, აქცია ნაცების მიერ მოწყობილი პროვოკაციაა. რაც შეეხება მოქალაქეების პროტესტს, მისი თქმით, ამ ოჯახებს მერიაში არ შეუტანიათ ბინის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებები. ნადიმ ვასაძის ინფორმაციით, თუკი აღნიშნული მოქალაქეები განაცხადს შეიტანენ, მერია მას განიხილავს და შესაბამის ზომებს მიიღებს. 

ჩვენ დავუკავშირდით ხულოს მერსაც. ვახტანგ ბერიძემ გვითხრა, რომ სამუშაო საათებში მისი კარები ყველა მოქალაქისთვის ღიაა. ამ დროისთვის კი სხვა საქმეზეა გასული

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში