14-15 დეკემბერს ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

13 დეკემბერი 2019, 16:44 881 ნახვა

გზის სავალი ნაწილის გაფართოების მიზნით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე დაგეგმილია კლდის მასის ჩამონგრევა.

სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2019 წლის 14 და 15 დეკემბერს, 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში