16 დეკემბერს ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

13 დეკემბერი 2019, 15:56 846 ნახვა

ქუთაისის შემოვლით გზაზე 16 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ტრანსპორტი ალტერნატიული გზებით იმოძრავებს. 

''ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 255-ე კმ-ზე, ბეტონის დამგები მექანიზმის მდ. ჭიშურას ხიდიდან ბაღდათის სატრანსპორტო კვანძზე გადატანა. 

დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ. 216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის და ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზების და ბაშის სატრანსპორტო კვანძის გავლით'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

გზა ცალმხრივად ისეც ჩაკეტილია და თბილისიდან მომავალი მძღოლები, ქალაქის გავლით მოძრაობენ. რაც შეეხება ბათუმიდან მიმავალ ავტომობილებს მაგისტრალი გახსნილია. 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში