მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ პერფორმანსები კაცებმა უნდა დადგან

12 დეკემბერი 2019, 14:09 361 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ასეთი მდაბიო საქციელი, უნიჭო პერფორმანსები ქალებმა დადგან.

მისივე თქმით, დარბაზში დაუდგენელი წარმოშობის სუნი „ევროპული საქართველოს“ ქალმა წარმომადგენლებმა გაუშვეს.

"კაცები მაინც არ ყავთ? თუ რამე პერფორმანსის დადგმა უნდათ შემოვიდნენ და ეს კაცებმა მაინც გააკეთონ. ქალებს უშვებენ უნიჭო, მდაბიო პერფომანსების დასადგმელად. სირცხვილი სინამდვილეში არის ეს, რასაც დღეს ისინი საქართველოს პარლამენტში აკეთებენ.ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა, ორი ადამიანი იყო შემოსული ქებურია და ნადირაშვილი თუ არ ვცდები"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში