ოხანაშვილმა ამ დარბაზში სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა - ეკა ბესელია 

12 დეკემბერი 2019, 11:25 1135 ნახვა

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ბესელია ამბობს, რომ დარბაზში ჟურნალისტებს თავზე გადაუარეს, ოხანაშვილს კი რეაქცია არ ჰქონია, უფრო მეტიც ბრძანება მან გასცა. 

''რაც ამ დარბაზში რამდენიმე წუთის წინ მოხდა ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც ჟურნალსიტებს ფიზიკურად თავზე გადაუარეს. მოხდა ფიზიკური ძალადობა. ეს არის იურიდიული კომიტეტის და პარლამენტის უდიდესი შეურაცხყოფა. აქ ახლა ყველას თანდასწრებით დანაშაული ჩაიდინეს. ვითხოვ ამ საკითხზე რეაგირებას და მოვითხოვ დადგეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პასუხიმგებლობის საკითხი. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის და ამას ჩვენ ბოლოს ვნახავთ'', - თქვა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში