ხვალ პარლამენტმა  უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია უნდა დაამტკიცოს - შეფასებები

11 დეკემბერი 2019, 15:00 269 ნახვა

ხვალ პარლამენტმა  უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია უნდა დაამტკიცოს. საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისთვის ემზადებიან ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეები.

ყველას მოუწოდებენ არ დაუჭირონ მხარი შერჩეულ კანდიდატებს, დღეს ეკა ბესელიამ ბროშურები დაარიგა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების ბიოგრაფიაა დაბეჭდილი. მმართველ გუნდში კი პროტესტს არასერიოზულად აღიქვამენ, აცხადებენ, რომ ეს ოპოზიციის ჩვეული სამუშაო რეჟიმია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში