ბათუმის ბიუჯეტი 2020 - რა შენიშვნები აქვს საკრებულოს?

10 დეკემბერი 2019, 20:45 1725 ნახვა

ბათუმის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნების მიღების შემდეგ, მერიამ საკრებულოს დღეს დაუბრუნა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ დოკუმენტს მომდევნო დღეებში გაეცნობიან. ამასთან აცხადებენ, რომ მხარდაჭერა იმაზე იქნება დამოკიდებული რამდენად გაითვალისწინა ქალაქის მთავრობამ წარმომადგენლობითი ორგანოს რეკომენდაციები.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იმ თანხას ეხება, რომელიც ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვისაა გათვალისწინებული. ოპოზიციას კი მთავარი შენიშვნა ხელფასების მილიონ ლარზე მეტით ზრდასთან დაკავშირებით აქვს. ოპონენტები დედაქალაქის მსგავსად, აქაც ფიქრობენ, რომ ქალაქის მერიამ ბიუჯეტი პოლიტიკურ მიზნებს და საკუთარ ინტერესების მოარგო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში