რა დარჩა აჭარაში დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის შემდეგ?

10 დეკემბერი 2019, 20:28 527 ნახვა

ბუნდოვნად დაწყებული პროცესის, კერძო ტერიტორიების გამოყენების, როგორც ამბობენ ხეების გატანისთვის დაგებული გზების, გაჭრილი ხევების, გადაჭრილი მთების და ამოთხრილი ორმოების რამდნეიმეწლიანი პროცესის ფონზე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს.“ „ქართული ოცნების“ ლიდერი, რომელმაც ნარგავები დენდროლოგიურ პარკში გადაიტანა, აცხადებს, რომ მან გიგანტური ხეები გადაარჩინა, რადგან უმეტესი მათგანი გადაშენების პირას იყო.

ამის შესახებ ივანიშვილმა გამოცემა „ველურ ბუნებასთან“ ისაუბრა. „ივანიშვილმა გადარგვით ხეები გადაარჩინა“ - იმეორებენ ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის მინისტრებიც. მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მართალია, ნათია თურნავას თქმით კი ივანიშვილი ყველასთვის ხელმისაწვდომ "უნიკალურ" პარკს აშენებს. რას აშენებს ივანიშვილი ერთია, მაგრამ მეორეა რა დატოვა აჭარაში.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში