''Check in Georgia‬''-ს კონცერტებზე ბილეთები 52 ქვეყნიდან შეიძინეს

20 აპრილი 2016, 00:00 7644 ნახვა

''Check in Georgia‬''-ს ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთების შეძენისას 1000-ზე მეტი ტრანზაქცია უცხოეთიდან დაფიქსირდა. კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბილეთების შესყიდვა მსოფლიოს 52 ქვეყნიდან განხორციელდა. პროექტის ფარგლებში პირველი კონცერტი 24 აპრილს არის დაგეგმილი; ქართველი მსმენელის წინაშე ეროს რამაზოტი წარდგება. ცნობილია, რომ ამ დროისთვის რობი უილიამსის კონცერტის 31 000-მდე ბილეთია გაყიდული. მომღერალი 27 მაისს, დინამო არენაზე წარდგება იმღერებს.''Check in Georgia‬''-ს კულტურული ღონისძიებები თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში