თბილისში ახალგაზრდა ქალი ქუჩაში ყელის არეში დანით დაჭრეს

10 დეკემბერი 2019, 10:05 1818 ნახვა

თბილისში, ახალგაზრდა ქალი უცნობმა კაცმა, კისრის არეში დაჭრა. შემთხვევა,  დიღომში ღამით მოხდა.    ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა, ქალი სასიკვდილოდ მისთვის უცნობმა მამაკაცმა გაიმეტა. დამნაშავე უკვე დაკავებულია.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მომხდარზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ქალის ყვირილი გაიგეს, რომელიც ხიდზე გადადიოდა და შველას ითხოვდა, უცნობი მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში