ერმაკოვის და მაღალჩინოსნების საქმეზე, პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები - ადვოკატები

09 დეკემბერი 2019, 15:22 2265 ნახვა

ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვების წარმოთქმამდე ბრალდებულების ადვოკატებმა თბილისში ბრიფინგი გამართეს. ისინი კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად და არასაკმარისია მტკიცებულებები.

მათივე განცხადებით, დაუსაბუთებელია დანაშაულის ჩადენის მოტივი და განზრახვა. ასევე სახელმწიფო ბრალმდებელმა უარი განაცხადა სასამართლო პროცესზე ბრალდებულების დაკითხვაზე. საქმეზე საბოლოო განაჩენი სავარაუდოდ თვის ბოლომდე გამოცხადდება.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში