გულმავიწყებისთვის ვოთსაპმა ''შეხსენების" ფუნქცია დაამატა

09 დეკემბერი 2019, 14:40 2068 ნახვა

Facebook Messenger– ის მსგავსად WhatsApp– მა სასაუბროდან, ღონისძიების შეხსენების ფუნქცია გაააქტიურა. აპლიკაციაში ცვლილებები რებრენდინგის შემდეგ გამოჩნდა.

ახალი ფუნქციის და მობილურის კალენდრის დახმარებით შეგიძლიათ ჩაინიშნოთ, თქვენს მობილურში აღნიშნული საკონტაქტო პირების დაბადების დღეები, ქორწინების თარიღები თუ ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რაც კი მათთან იქნება დაკავშირებული.

აპლიკაცია, მითითებულ რიცხვებს ერთი თვის შუალედში დაიმახსოვრებს და შეტყობინების სახით დღის განმავლობაში, რამდენჯერმე გადმოგიგზავნით. 

შეხსენების სისტემა Any.do-სთან ერთად შემუშავდა. იმისთვის, რომ ის ჩაირთოს აუცილებელია მოთხოვნის გაგზავნა Any.do=სთვის და საჭიროა, როგორც ლოკაციის, ასევე დროის მითითება. 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში