აჭარის საბავშვო ბაღებში შესატანი ხორცის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

09 დეკემბერი 2019, 11:26 1724 ნახვა

აჭარის საბავშვო ბაღებში შესატანი ხორცის ფაქტზე, რომელიც სავარაუდოდ ვადაგასული იყო, სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიება დაიწყო.

გუშინ, 8 დეკემბერს, საღამოს სურსათის ერონული სააგენტოს თანამშრომლებმა, კანონით გათვალისწინებული ბეჭედის გარეშე აღმოაჩინა საქონლის ხორცი, რომელიც მათი მტკიცებით, ვადაგასული იყო. არ ჰქონდა კანონით გათვალისწინებული ბეჭედი, ხოლო ვადის განმსაზღვრელ ბარათზე მითითებული  იყო 4 ოქტომბერი.  

სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ მიიჩნია, რომ ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე, შპს ''სოფოს'' მიერ ნაქირავებ ფართში სავარაუდოდ ვადაგასული ხორცი იყო და საქონელი დალუქა. მათი მტკიცებით, ხორცი დღეისთვის, აჭარაში საბავშვო ბაღებში უნდა გაეტანათ. 

ბათუმის ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ შპს "მანუჩარი" ამარაგებს ბაღებს ხორცით, რასაც ახლავს ფორმა 2, რაც სრულად უზრუნველყოფს ინფორმირებას - როდის დაიკლა ხორცი, როდის დარბილდა და რამდენი ხანი აქვს მოხმარების ვადა. "შპს მანუჩარია ჩვენი მომწოდებელია, რომელსაც ხელშეკრულება შპს "სოფოსთანაც" აქვს გაფორმებული  (სადაც იპოვეს სავარაუდოდ ვადაგასული ხორცი)" - აცხადებს ლია მოქია, რომელიც ბაღების გაერთიანებაში კვების ნაწილაზეა პასუხისმგებელი. 

სავარაუდოდ ვადაგასული ხორცის მფლობელი ამბობს, რომ ხორცი გაფუჭებული ან ვადაგასული არ არის. ამტკიცებს, რომ ბეჭედი, რომელიც კანონის მოთხოვნის აუცილებელია დაკლულ ხორცს ჰქონდეს, სავარაუდოდ წაიშალა.  ირწმუნება, რომ საქონელს 4 დეკემბრის ეტიკეტირება ვიღაცამ მიაკრა, ეჭვი კი მუშაზე ან ჟურნალისტებზე მიაქვს.

ინტერვიუს ბოლოს, ჟურნალისტების კითხვაზე მიჰქონდათ თუ არა ხორცი ხვალ საბავშვო ბაღებში? ბერიძე პასუხობს, რომ ხორცი ნიკა გვარამიასთან და მის მშიერ ჟურნალისტებთან უნდა გაეგზავნა.

ადგილზე პოლიციელებიც მივიდნენ და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადებას, შემოტანას ან რეალიზაციას გულისხმობს.

 

ფოტო: არქივი 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში