ლევან საგინაშვილმა მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელის ტიტული მოიპოვა

09 დეკემბერი 2019, 10:13 3901 ნახვა

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი მსოფლიოს ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირის გამარჯვებული გახდა. საგინაშვილმა ფინალურ დაპირისპირებაში რუს ვიტალი ლალეტინს 6:0 მოუგო და მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელის ტიტული მოიპოვა.

ლევანმა ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირი ისე მოიგო, რომ არცერთ რაუნდში არ დამარცხებულა.

ქართველმა მკლავჭიდელმა მეოთხედფინალში ამერიკელ ტიმ ბრესნანს 6:0 სძლია, ნახევარფინალში ამავე ანგარიშით 6:0 ყაზახი კიდგირბალი ონგარბაევი დაამარცხა, ხოლო ფინალში რუს ვიტალი ლალეტინსაც ერთი რაუნდიც არ დაუთმო და მაშრალი ანგარიშით 6:0 დაამარცხა. ლევან საგინაშვილმა ტოპ 8 მკლავჭიდელთა ტურნირზე გამარჯვებისთვის 50 ათასი ამერიკული დოლარი მიიღო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში