"ძველთარიღიანი ფურცელი თქვენ მიაკარით," - ბაღებში შესატანი სავარაუდო ვადაგასული ხორცის მფლობელი ჟურნალისტებს

09 დეკემბერი 2019, 00:13 2816 ნახვა

8 დეკემბერს, გურიაში, სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, შპს ''სოფოს'' მიერ ნაქირავებ ფართში ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა, რომელიც, მათი ინფორმაციით, აჭარის ბაღებში უნდა შემოეტანათ - ინფორმაციას გურიაTV ავრცელებს. 

სავარაუდოდ ვადაგასული ხორცის მფლობელი ამბობს, რომ ხორცი გაფუჭებული ან ვადაგასული არ არის. ამტკიცებს, რომ ბეჭედი, რომელიც კანონის მოთხოვნის აუცილებელია დაკლულ ხორცს ჰქონდეს, სავარაუდოდ წაიშალა.

ირწმუნება, რომ საქონელს 4 დეკემბრის ეტიკეტირება ვიღაცამ მიაკრა, ეჭვი კი მუშაზე ან ჟურნალისტებზე მიაქვს.

ინტერვიუს ბოლოს, ჟურნალისტების კითხვაზე მიჰქონდათ თუ არა ხორცი ხვალ საბავშვო ბაღებში? ბერიძე პასუხობს, რომ ხორცი ნიკა გვარამიასთან და მის მშიერ ჟურნალისტებთან უნდა გაეგზავნა.

"ერთი და ორი სული ხორცი ხომ არ ჩამოდის სასაკლაოზე? შეიძლება გამორჩათ ბეჭედის დასმა, თორე ძველი ეტიკეტი რატომ უნდა ქონდეს იმ ხორცს მითხარით? ხორცი ისეც არ არის ქალბატონო ბაზარზე და ვინ შეინახავს ამას? გაყიდვით ეს არ იყიდება, კლიენტი არაა თუ რაა...

ვინ მიაკრა ძველი თარიღით ეტიკეტი არ ვიცი, შეიძლება მუშამ მიაკრა, ან გაითამაშა... ბეჭედი კი არ აჩნია ეტყობა, თორემ რატომ არ არის? წაიღეთ შესამოწმებლად ლაბორატორიაში თუ გინდათ და ნახეთ, ხორცი ძველია თუ არა. ჰქონდა ამას ბეჭედი, ეტყობა გადასულია, რადგან ამ ადგილზე მაცივარი უბერავს..." - პასუხობს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს სავარაუდოდ ვადაგასული ხორცის მფლობელი, მუჰამედ ბერიძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აქვს ხორცს მიკრული ფურცელი, რომელიც 4 დეკემბრით თარიღდება, მუჰამედ ბერიძე პასუხობს, რომ უბრალოდ მიკრული აქვს, თორემ ახალია.  

"ეს ფურცელი მიკრულია ისევე, როგორც თქვენ აწებებთ სიტყვებს. თქვენ გინდათ, რომ იყოს 4 რიცხვის, 4 რიცხვისა კიარადა, ისეთი დეფიციტია ხორცის, 3 ტონა მომიტანეთ და იმ დღესვე არ მექნება.  ვინ მიაკრა და თქვენ! თქვენ მიაკარით ჩემს მოსვლამდე, ვიღაცა დახვდა ეტყობა... იმიტომ მიაკარით, რომ ამბები გააშუქოთ. თქვენს მიკრულს თქვენვე უპატრონეთ" - უთხრა ჟურნალისტებს ხორცის მფლობელმა. 

ჟურნალისტების კითხვაზე მიჰქონდათ თუ არა ხორცი ხვალ საბავშვო ბაღებში? ბერიძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ხორცი არა ბავშვებთან, არამედ ნიკა გვარამიასთან და მის მშიერ ჟურნალისტებთან უნდა გაეგზავნა. 

"რუსთავი ორში მიმაქვს ეს ხორცი, უნდა ვაჭამო გვარამიას... ეს რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ მშიერი დატოვეს და ხორცი მიაკლდათ. ვიცით, რომ გშიათ, რუსთავი ორს შია..." - ამბობს სავარაუდოდ ვადაგასული ხორცის მფლობელი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში