პოლიცია დაკარგულ გოგი დოლიძეს 2 წელია უშედეგოდ ეძებს

08 დეკემბერი 2019, 13:26 3902 ნახვა

ქობულეთში გაუჩინარებული გოგი დოლიძის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. 17 წლის  მოზარდი 2017 წლის 7 დეკემბერს  სახლიდან სკოლაში წავიდა, თუმცა  არც სკოლაში მისულა და აღარც სახლში დაბრუნებულა. ოჯახი გოგი დოლიძეს  2 წელია  ეძებს, ამ პერიოდის განმავლობაში სამძებრო სამუშაოებს ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. 

უწყებაში ამბობენ, რომ მოზარდის ძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში