ოცნებაში ვზივართ და ვოცნებობთ - "ოცნების ქალაქში" მცხოვრები პრემიერს

07 დეკემბერი 2019, 16:05 3567 ნახვა

ბათუმში ვიზიტად მყოფი გიორგი გახარია "ოცნების ქალაქში" მივიდა. პრემირ-მინისტრი იქ მცხოვრებლებს გაესაუბრა და დაუდასტურა, რომ "ოცნების ქალაქში" დაანონსებული სახლების მშენებლობა მალე დაიწყება.

"ცოტაც უნდა მოითმინოთ, ტენდერი დასრულდება და მშენებლობა დაიწყება. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. თორნიკე რიჟვაძემ ბევრი გააკეთა ამისთვის და ის მიიყვანს ამ ამბავს ბოლომდე. მთავარია თქვენ გვერდში დაუდგეთ. მალე ყველაფერი კარგად იქნება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის რა თანამდებობა უკავია, ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ოცნების ქალაქის" მცხოვრებლებმა პრემიერს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს.

"ოცნებაში ვზივართ და ვოცნებობთ, მაგრამ თქვენი იმედი გვაქვს"- ასე მიმართა ერთ-ერთმა ადგილობრივმა გიორგი გახარიას.

ვიდეო: გიორგი გიორგაძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში