როდისაა სავალდებულო ძველი, 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნების შეცვლა

08 დეკემბერი 2019, 11:57 1095 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე.

უწყების ინფორმაციით, მათი შეცვლა სავალდებულოა: დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენისას და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში.

იმ პირებისთვის, ვინც ძველი ნიმუშის ფასიან სანომრე ნიშნებს ფლობს, მათი არსებული დიზაინის სანომრე ნიშნით შეცვლა მოქმედების ვადის ამოწურვამდე სავალდებულო არ არის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში