ევროსაბჭომ მოსკოვს დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაციის დაუყოვნებლივი გადახედისკენ მოუწოდა

07 დეკემბერი 2019, 12:10 639 ნახვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, მოსკოვს, 2006 წელს რუსეთიდან საქართველოში დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაციის დაუყოვნებლივი გადახდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. საქართველოს მოთხოვნით, კომიტეტმა 3-5 დეკემბერს დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი კიდევ ერთხელ შეაფასა, რის შემდეგაც ისინი რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდისკენ მოუწოდებენ, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილის ბოლომდე უნდა გადაეხადა.

მინისტრთა კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებისა, დაკისრებული თანხა ამ დრომდე არ გადაუხდით. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ კომპენსაციის თანხის გადაუხდელობა კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს უგულებელყოფს. მინისტრთა კომიტეტმა მომავალი დებატები 2020 წლის მარტში ჩანიშნა.

დეპორტირებულების საქმეზე მინისტრთა კომიტეტმა პირველი გადაწყვეტილება 23-25 სექტემბერს მიიღო, რის შემდეგაც მან რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის გადახდისკენ მოუწოდა. გადაწყვეტილების მიხედვით, ეს თანხა 2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში დეპორტირებულ 1 500 პირზე უნდა გადანაწილდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში