ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის თანამშრომლის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება

06 დეკემბერი 2019, 18:36 488 ნახვა

რამდენიმე წუთში ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ქედის მერიის თანამშრომლის აღკვეთის შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით,  იგი ბრალს აღიარებს.

  გამოძიება საჯარო მოხელეს  სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობისთვის ქრთამის აღებას ედავება. დაკავებულის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან, მისი თანამშრომლები   და  ოჯახის წევრები.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში