სამოაში დააპატიმრეს პირი, რომელიც ანტივაქცინურ კამპანიას ეწეოდა - წითელამ ბავშვები იმსხვერპლა 

06 დეკემბერი 2019, 16:54 572 ნახვა

სამოაში, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა კამპანიაში ჩართული ერთ-ერთ პირი დააკავეს, მიზეზი კი ქვეყანაში წითელას ეპიდემია გახდა, რომელმაც 63 ადამიანი უკვე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის უმრავლესობა ბავშვია, რომლებსაც ვაქცინა მშობლებმა არ გაუკეთეს. იმის გამო, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანია ძლიერია, მოსახლეობა აცრების გაკეთებას გაურბის - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ედვინ ტამასეზე ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობის ბრალდებით დააკავეს. ის სოციალურ ქსელში წერდა, რომ "ვაქცინაცია ეს არის მასობრივი დანაშაული ერის წინაშე, რომელსაც სახელმწიფო ჩადის" და ამტკიცებდა, რომ წითელას განკურნება C ვიტამინით იყო შესაძლებელი. 

სამოაში ვაქცინაციის მიმართ მაღალი უნდობლობა 2018 წელს 2 ბავშვის დაღუპვის ფაქტს უკავშირდება. თუმცა, როგოც სამედიცინო კვლევებმა აჩვენა ბავშვების სიკვდილი ექთნების შეცდომის შედეგი იყო, რომლებმაც ვაქცინა სხვა პრეპარტთან არასწორად გახსნეს. ეს ფაქტი კი, დაინტერესებულმა პირებმა  ანტივაქცინური კამპანიისთვის ეფექტურად გამოიყენეს.  

სამოაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რადგან წითელა ადვილად გადამდები დაავადებაა. ვაქცინაცია კი მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახადა. 

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია არსებობს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია, ბოლო წლებში, მათ შორის რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება აცრების გაკეთებას. ინფორმაცია აცრებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ძირითადად სოციალური ქსელებით ვრცელდება. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში