ქედის მერიის თანამშრომლის დაკავების ვიდეომასალა - სუს-მა კადრები გაავრცელა

06 დეკემბერი 2019, 10:31 3451 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ თურმანიძემ მოქალაქეს სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად აიღო 2000 ლარი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს, 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში