ბრატისლავაში ეუთოს მინისტერიალზე საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს

05 დეკემბერი 2019, 20:00 1433 ნახვა

ბრატისლავაში, ეუთო-ს მინისტერიალზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები   გაკეთდა.  საქართველოში კონფლიქტის მოგვარების საკითხში ეუთო-ს როლზე ისაუბრა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ევროპაში არსებული კონფლიქტების  მიზეზად  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა რუსეთი დაასახელა.  

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის მიროსლავ ლაიჩეკის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების  ფუნდამენტური უფლებები შელახულია, იზღუდება მათი  თავისუფალი გადაადგილების უფლებაც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში