მარადიდში 34 პირს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

05 დეკემბერი 2019, 20:07 5095 ნახვა

მრავალწლიანი მოლაპარაკებების, აქციებისა და დავის შემდეგ, სახელმწიფომ მარადიდის მოსახლეობისთვის კერძო საკუთრების იძულების გზით ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანება უკვე გამოქვეყნებული და ძალაშია შესული, რომელშიც 34 პირია მითითებული.

სიაში მყოფი მარადიდელები, ქონების დათმობას არ აპირებენ მანამ, ვიდრე ჰესის მშენებელი კომპანია, ვის სასარგებლოდაც მიიღო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, მათ საკუთრებაში არსებულ მიწებს და სხვა ქონებას საბაზრო ფასში არ გამოისყიდის. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში