ქედაში მერიის თანამშრომელი დააკავეს

05 დეკემბერი 2019, 19:28 3927 ნახვა

დაკავება ქედაში - სახელმწიფო ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა, ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფროსი სპეციალისტი დააკავეს, სავარაუდოდ ტარიელ თურმანიძეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება. ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თუმცა დაკავების ფაქტს გვიდასტურებს ადვოკატი.

ზაზა პაპიძე რამდენიმე წუთის წინ შევიდა საგამოძიებო უწყებაში, სადაც თურმანიძე ჰყავთ გადაყვანილი. დაკავების ზუსტი მიზეზი და დეტალები ოჯახისთვის უცნობია, თურმანიძე დაკავების დროს სავარაუდოდ ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში