აღიკვეცა საქართველოს ფარგლებს გარეთ - საპატრიარქო ნარკოტიკზე დაკავებულ ბერზე 

05 დეკემბერი 2019, 13:33 1423 ნახვა

ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა გვიან ღამით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება. საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ის ქართული ეკლესიის მღვდელმსახური არ ყოფილა და საქართველოში ვიზიტის დროს, სახლში ცხოვრობდა. 

"ჩვენს ეკლესიაში არ მსახურობდა. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ბერს ასეთი ფაქტი შეემთხვა, მაგრამ ჩვენთან არ აღკვეცილა. აღიკვეცა საქართველოს ფარგლებს გარეთ, საქართველოში ცხოვრებისას ის ცხოვრობდა საკუთარ სახლში, არა როგორც მონაზონი მონასტერში, არამედ საკუთარ სახლში, როგორც სხვა ხალხი", - ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ტაბულასთან.

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ზუგდიდში ორი ადამიანი დააკავეს, თუმცა არ აზუსტებენ, არის თუ არა მათ შორის ბერი.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში