"ამბოხებულმა მაჟორიტარებმა" ახალი საარჩევნო ინიციტივა - ამერიკული მოდელი დაარეგისტრირეს 

05 დეკემბერი 2019, 10:32 1045 ნახვა

პარლამენტში "ამბოხებულმა მაჟორიტარებმა" ახალი  საარჩევნო ინიციატივა - ამერიკული მოდელი დაარეგისტრირეს.  ამერიკული მოდელი, სრულად მაჟორიტარული სისტემით გულისხმობს პარლამენტის დაკომპლექტებას, სადაც პროპორციული სიით არ აირჩევიან დეპუტატები. ​მაჟორიტარები 4 თვის განამავლობაში, 200 000 ხელმოწერის შეგროვებასაც გეგმავენ. 

"ქართული ოცნების" მაჟორიტარის, დიმიტრი ხუნდაძის რეგისტრირებული კანონპროექტი, მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი გახდა. გუშინ, 4 დეკემბერს, პარლამენტის ვიცესპიკერის - მამუკა მდინარაძის სამუშაო კაბინეტში დაპირისპირებისა საღამოს მოხდა. ამის მიუხედავად,ინიციატივა  მაინც დარეგისტრირდა.

"სამწუხაროდ, შეხვედრაზე იყო დაძაბულობაც. ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს კანონპროექტი უნდა იყოს ინიცირებული და განხილული, მაგრამ ჩვენ ჩვენს პრინციპს და პრინციპულ დამოკიდებულებას არ ვცვლით და გავალთ ხალხში, რომ ეს კანონპროექტი ინიცირებული იქნას და მხარდაჭერილი ხალხის მიერ. ამ ინიციატივას დღეს ჰყავს მომხრე საინიციატივო ჯგუფში 10 დეპუტატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის მხოლოდ 10 დეპუტატი. უმრავლესობაში ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ მე უფრო დიდ პერსპექტივას ვხედავ ხალხში" - განაცხადა ჟურნალისტებთან დიმიტრი ხუნდაძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში